თავში

მეორე ტური იქნება - ბოკერია

მეორე ტური იქნება - ბოკერია
მეორე ტური იქნება - ბოკერია

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოქლში, გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავა ძალადობის, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებისა, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში ცვლილებებს.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ფოთში, ხობსა და სენაკში მეორე ტური იქნება, სადაც ერთმანეთის კონკურენტები "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იქნებიან. ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც ის, ასევე "ევროპული საქართველო" მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ყველა წინასწარი მონაცემით რაც ჩვენ გვაქვს დასტურდება ის სურათი, რაც ლეგიტიმურ ეგზიტ-პოლებში იყო, ჩვენს მიერ სანდო ეგზიტ-პოლებში, ივანიშვილის ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღო მანდატი ქართველის ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და ზეწოლის, რომელიც იყო მთელი ამ საარჩევნო კიამპანიის დროს და დღესაც მიმდინარეოდბა საგანგაშო ფორმით,მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი.

სამწუხაროდ, საბოლოო შედეგი მანდატების გადანაწილების გადაწყდება მეორე ტურში და ესეც ფაქტია, აქ, იმ ოლქში, სადაც მე ვიყრი კენჭს, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით ამ მეორე ტურში ოცნების კანდიდატთან, ბატონ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონი ზოდელავა და მე რათქმაუნდა, ისევე როგორც ყველგან საქართველოში, ევროპული საქართველო ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენ ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ მეორე ტურში, ჩვენი კონკრენტების, ამ შემთხვევაში ბატონი ზოდელავას სასარგებლოდ, მაგრამ ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი სწორი და მნიშვნელოვანი იყო ის გეგმა, რაც ქონდა ევროპულ საქართველოს, საერთო მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურობა იყო სხვა პოლიტიკური ძალებისაგან ამაში არ მონაწილეობა.

მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურეში ყველამ უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების, მისი გარემოცვის, მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საერთო სურათი უკვე არის, რომ ივანიშვილს არ აქვს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მანდატი, რომ მართოს ქვეყანა და ეს ამბავი უნდა გაფორმდეს მეორე ტურში.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system