თავში

მერობის კანდიდატზე მსჯელობა პრიორიტეტული არ არის - მელია

მერობის კანდიდატზე მსჯელობა პრიორიტეტული არ არის - მელია
მერობის კანდიდატზე მსჯელობა პრიორიტეტული არ არის - მელია

კონსულტაციები ყველა საკითხზე მიმდინარეობს, გარდა მერობის კანდიდატობისა, რადგან ამ ეტაპზე ეს პრიორიტეტული ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციების პროცესი არ გაიწელოს და საზოგადოებამ უმოკლეს დროში გაიგოს, ვინ რა სტრატეგიით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. 

"კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიის შიგნით, პარალელურად პარტნიორებთანაც დავიწყებთ კონსულტაციებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს. საზოგადოება იმის ღირსი უნდა იყოს, რომ მან იცოდეს ვინ რა სტრატეგიით აგრძელებს ბრძოლას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system