თავში

მერობის საერთო კანდიდატის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი - ხვიჩია

მერობის საერთო კანდიდატის მიმართ სკეპტიკუ
მერობის საერთო კანდიდატის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი - ხვიჩია

სკეპტიკური ვარ განწყობილი საერთო კანდიდატის მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების და დამოკიდებულებების გამო, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია, რათა მათ ხმების დაცვა შეძლონ. 

"მე ჯერ ნიკა მელიასთან არ მილაპარაკია და სანამ ადამიანთან არ ვისაუბრებ, მანამდე მიჭირს საბოლოო სიტყვის თქმა. თუმცა, სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების და დამოკიდებულებების გამო, რაც ბოლო პერიოდში არსებობს ოპოზიციაში, თუმცა, კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ. ჩვენ ახლა გვჭირდება 3800- მდე დამკვირვებელი, საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრი და ა.შ. რაზეც მგონია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იზრუნოს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system