თავში

მეზვრიშვილი: ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში წარმატებული შეხვედრები შედგა

მეზვრიშვილი: ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში წარმატებული

ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე, ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს და დემოკრატიულ რეფორმებს, რაშიც ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს. პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. პრემიერის მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი და რაშიც ყოველდღიურად ცხოვრება უწევთ ჩვენს თანამოქალაქეებს. განხილული იქნა საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაესვა ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით," - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system