თავში

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს - ეკა ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს - ეკა ხერხეულიძე

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულა. 

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაძლოა, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს. როგორც ხერხეულიძემ განმარტა, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის, სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ვერ შეძლებს ჩემი აზრით, ის დასწრებას ხვალინდელ სასამართლოზე,გული წყდება", - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system