თავში

მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი ცუდად მიცნობს

მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი ცუდად მიცნობს
მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი ცუდად მიცნობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე ის პროვოკაციებს ელოდება. ამის შესახენ ექსპრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა. 

მისი თქმით, საბერძნეთში თანამემამულეებს უნდა შეხვდეს.

"ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ. მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს. შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და უმაღლეს დონეზე ჩატარდება. სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში", - წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system