თავში

მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მყოფ მოშიმშილეებს მიმართავს.

"რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში.თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია", - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყეს. პარტიის ოფისთან ათზე მეტია კარავია გაშლილი. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასთან ერთად პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system