თავში

მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - გახარია

​მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - გახარია
მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - გახარია

მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ „ოცნება“ მას ამინისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა ,- ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

"როდესაც „ნაცები“ და „ოცნება“ პირველ ოქტომბერს ერთად გვიწყობენ ასეთ მასკარადს სიმბოლურად არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი, ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე.

დარწმუნებული ვარ, მომავალს აირჩევს და წინსვლას, არა „ნაცების“ 9 წლიან და „ოცნების“ 9 წლიან წარსულში დაბრუნებას.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც როგორც ჩანს, მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება“,- აღნიშნავს გახარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system