თავში

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამასთან დაკავშირებით მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად განაახლებდა შიმშილობას.

სააკაშვილის გზავნილი მოშიმშილეებს ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის შიმშილობის განახლების დაშვების უფლება არ აქვთ. 

თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system