თავში

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში ემიგრანტები ჩამოვიდნენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში ემიგრანტები ჩამოვიდნენ
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში ემიგრანტები ჩამოვიდნენ

ემიგრანტები და თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ მათ ბრიფინგი გამართეს. 

"ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო გადავარჩინოთ და ქართველი ერი და საზოგადოებრიობა. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა გაყალბებული. 

ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება მიიტაცებდა ხელისუფლებას და დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ ერთი ნაწილი ვართ ვინც შევიკრიბეთ. მოდიან უზარმაზარი ძალა ემიგრაციის. რომლებიც ჩავერთვებით ჩვენ თანამემამულეებთან ერთად ამ დიდ მოძრაობაში, რომელიც ნიშნავს ერის და ხალხის, სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. რაც შეეხება ჩვენს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება პუტინის ტყვეობაში, სასწრაფოდ იყოს გათავისუფლებული", - განაცხადა ემიგრანტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა პაატა აბჟანდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system