თავში

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოპსპიტალთან დაკავშირებით ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოპსპიტალთან დაკავშირებით ცნობილია
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოპსპიტალთან დაკავშირებით ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

როგორც ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს აქვს რამდენიმე პირობა, რომელზე შეთანხმების მოტივითაც მან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველი, ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული.

"მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. მისი განზრახვა იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება... იქიდან გამომდინარე რომ მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის ძალიან განიცდის ამას და ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელიც იცით რომ მე-17 დღეა შიმშილობს და რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა...

აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას და სურს, დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ არის მისი არჩევანი, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას. მაგრამ ჩვენ დღეს გვაღელვებს ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა.

მას აქვს ასეთი დამოკიდებულება: ერთადერთი რამ, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი ამ ღონისძიების გასატარებლად არის შემდეგი - მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ გადაწყვეტილებით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში," – თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

ეკა ხერხეულიძის თქმით, აღნიშნულზე შეთანხმების შემთხვევაში მისი პოზიცია გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ნიკა გვარამია გააცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system