თავში

მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა - უკრაინის ომბუდსმენი

მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა - უკრაინის ომბუდსმენი
მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა - უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში მიხეილ სააკაშვილის საქმის განსახილველად საგანგებო თათბირი შედგა. 

ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ამბობს, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა.

უკრაინის სახალხო დამცველი მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური და საჭირო სამედიცინო მომსახურება.

"საგანგებო თათბირზე განხილვის მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა. უკრაინის მთავრობა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური და საჭირო სამედიცინო დახმარება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რომელიც იქნება ყველა სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და სადაც იქნება ყველა სამედიცინო პროფილის ექიმი. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ უკრაინელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაატარონ კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. მე როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა, ამის შესახებ უკვე ვაცნობე უკრაინის ტერიტორიაზე აკრედიტირებული 77 ქვეყნის ელჩს", - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system