თავში

მიხეილ სააკაშვილმა"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ გამართულ აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა

მიხეილ სააკაშვილმა"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ გამდარობა გამოუცხადა
მიხეილ სააკაშვილმანამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა

"თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული. რეალურად, დღეს, საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა განაცხადა. 

მან სოლიდარობა გამოუცხადა "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ყველა მონაწილეს.

"თავის დროზე იქ იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც მე ჩავედი და ვნახე, რომ იქ არის ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე იქიდან და დღეს იქ ჩადის, კოვიდამდე ჩადიოდა, 350 000 ტურისტი წელიწადში და ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს და ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება იმისთვის, რომ ხალხისგან არ დაიცალოს.

"ამდენი ხანი წაუყრუეს ხალხის მოთხოვნას. ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ საკითხში და ყველა სხვა საკითხში. ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system