თავში

მიმდინარე კვირაში შეზღუდვების შემსუბუქება გამოცხადდება - ღარიბაშვილი

მიმდინარე კვირაში შეზღუდვების შემსუბუქება გამოცხადდება - ღარიბაშვილი
მიმდინარე კვირაში შეზღუდვების შემსუბუქება გამოცხადდება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ის საკოორდინაციო საბჭოსთან პირველ შეხვედრას გამართავს. მისივე თქმით, აღნიშნულ სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს. და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system