თავში

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით - პრემიერი

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით - პრემიერი
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით - პრემიერი

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მიღწეულია პროგრესი და ახლა საჭიროა მოსახლეობის დახმარება, ამ შედეგის შესანარჩუნბელად და გასაძლიერებლად. 

„მთავრობას სჭირდება კარგი კოორდინაცია, ამავდროულად ჩვენ გვჭირდება დახმარება მოსახლეობის მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება. მოსახლეობის და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. შემდგომ ნაბიჯებს, შემსუბუქების თუ შეზღუდვის მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system