თავში

მინისტრი: ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება

მინისტრი: ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება
მინისტრი: ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება

"დაკავების მომენტიდან დღემდე, სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან,"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს აწარმოებს.

"დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,"- აღნიშნავს მინისტრი.

თეა ახვლედიანი იმედოვნებს, რომ მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან ოჯახებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system