თავში

მიშა არასდროს არავის ატყუებს, მან ანახა რომ არ არის მშიშარა - თემურ ალასანია

მიშა არასდროს არავის ატყუებს, მან ანახა რომ არ არის მშიშა
მიშა არასდროს არავის ატყუებს, მან ანახა რომ არ არის მშიშარა - თემურ ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. მისი თქმით, მისი დიშვილი ოლიგარქს არცერთ საკითხზე დაუკრეავდა, რადგან სხვადასხვა სიბრტყეზე არსებობენ.

"დარწმუნებული ვარ, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ... შეუძლებელ რამეს მეკითხებით. ვერ ვხედავ საუბრის საგანს. დარეკა იმიტომ რომ ეთქვა - გამარჯობა ბატონო ბიძინა, მე ვარ ბატონი მიშა? ან მე ჩამოვედი და მერე რა?!"- აცხადებს ალასანია.

"მან ანახა რამდენიმე მომენტი - ანახა რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი საერთოდ მოსპო. მეორე - მან გააქარწყლა ის მოსაზრება, რომ ის ვინმეს ატყუებს. მიშა არასდროს არავის ატყუებს",- თქვა მან. 

თემურ ალასანიამ "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დისშვილს ურჩია, საზღვარგარეთ მკურნალობას დათანხმდეს და დროული სამედიცინო დახმარება მიიღოს

"მე ვურჩევდი, რომ საქართველოდან წავიდეს და საზღვარგარეთ დროული მკურნალობა მიიღოს. ჩვენ შეჯიბრება არ გვაქვს ივანიშვილთან, ან მთავრობასთან ან ოპოზიციასთან, ჩვენ დღეს ვეჯიბრებით დროს. წამზომი ჩართულია. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება"- აღნიშნა თემურ ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system