თავში

"მიშა, ეს შენ ჩემზე კარგად იცი" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

"მიშა, ეს შენ ჩემზე კარგად იცი" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
მიშა, ეს შენ ჩემზე კარგად იცი - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და არწმუნებს, რომ ის ბრძოლას დიდი უპირატესობით მოიგებს. ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობით ისტორიული უსამართლობა მალე დასრულდება.

"მინდა დავარწმუნო იმაში, რაშიც იგი ძალიან მაგრად არის დარწმუნებული. ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული ჩვენს მიერ, შენს მიერ პირველ რიგში მიშა, რომ შეუძლებელია მორალური და ისტორიული სიმართლის თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად ხალხის საკეთილდღეოდ.

ეს ყველაფერი არის მცირე დროის საკითხი, ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის ხარჯზე, ეს შენ ჩემზე კარგად იცი და დარწმუნებულ ვარ, მალე ჩვენ ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ ამ ქვეყანაში, შენი ტყვეობაში ყოფნის სახით და არა მხოლოდ" - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system