თავში

"მისი მდგომარეობა გაუარესებულია" - ლიზა იასკო

"მისი მდგომარეობა გაუარესებულია" - ლიზა იასკო
მისი მდგომარეობა გაუარესებულია - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და მას ძლიერი რეაბილიტაცია სჭირდება.

"მისი მდგომარეობა გაუარესებულია. აქვს სისუსტე, მალე იღლება და სჭირდება ძლიერი რეაბილიტაცია. 

ყოველ ჯერზე როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ სიძულვილს და ბევრ პრობლემას ვხედავ და ვფიქრობ, რომ საჭიროა როგორღაც გამოიძებნოს გადაწყვეტილება, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთ ქვეყანაში. აუცილებელია დიალოგი და რეალური გადაწყვეტილებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, რათა ქვეყანა კრიზისში არ იყოს,"- განაცხადა ლიზა იასკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system