თავში

მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში - პრეზიდენტი

მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში - პრეზიდენტი
მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

„მოხარული ვარ, მივესალმო ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system