თავში

მჯერა, მოლაპარაკება ძალაში შევა - სერგეენკო

მჯერა, მოლაპარაკება ძალაში შევა - სერგეენკო
მჯერა, მოლაპარაკება ძალაში შევა - სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მას სჯერა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები.

როგორც სერგეენომ აღნიშნა, მხარეები გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდნენ.

„მოლაპარაკება თავის თავში მოიცავს კომპრომისებს, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს დათმობას და სხვას არაფერს. მოლაპარაკებაზე მზაობა ყოველთვის იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მართლა მჯერა, რომ ეს მოლაპარაკება ძალაში შევა და ქუჩიდან პარლამენტის ჭერქვეშ იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები და კამათები. გამოჩნდა თუ არა მოლაპარაკებებში რაიმე ახალი ფაქტორი უმრავლესობის მხრიდან, ჩემთვის ცნობილი არ არის. პირველ რიგში, ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს დასავლეთის მოწოდებები, რომელიც ცალსახადაა კრისტალიზებული: შედით პარლამენტში და საქმეები იქ გაარკვიეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system