თავში

მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" გარეთ იქნება თუ პარლამენტში - პაპუაშვილი

მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო"
მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გარეთ იქნება თუ პარლამენტში - პაპუაშვილი

 "ნაციონალურმა მოძრაობამ" და თავად ნიკა მელიამაც ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი, მათთვის ღირსეული გამოსავალი აღარ არსებობდა, მათ შორის გირაოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, მნიშვნელობა არ აქვს, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში .

"მთავარი არის შემდგარი ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" ამ ქვეყანაში ოფიციალურად არის რადიკალური პარტია, რომელსაც არ სურს რაიმე კონსტრუქციული ურთიერთობა პარტიებს შორის. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით. გუშინაც განაცხადეს, რომ ხელს არ უშლის პარლამენტში ყოფნა იმას, რომ ქუჩაშიც იყვნენ. კარვები ჯერ კიდევ გაშლილია პარლამენტის წინ და როგორც ჩანს, არ აპირებენ ეს კარვები დაშალონ. მთავარი არის შემდეგი, ისინი არც არასდროს ყოფილან დასავლურ გზაზე და ახლა ადასტურებენ საკუთარი ქცევით, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ პროცესს, მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების მოპოვებას. ამისთვის ეძებენ ნებისმიერ ხერხს და ეს ერთადერთი ხერხი, რომელიც შერჩათ არის ძალადობრივი ქმედება, არეულობა ქვეყანაში, ვინაიდან დემოკრატიული პროცესით ისინი მოქალაქეების მანდატს ვერ მიიღებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system