თავში

მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში - ვაშაძე

მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში - ვაშაძე
მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში - ვაშაძე

არასწორი და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა. ნუ ეძებთ მიზეზებს ვაჩვენოთ, რომ რაღაც  ცუდად არის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ ოპოზიცია ერთმანეთს ჩაუსაფრდება და თავს დაესხმება, წარმატების მიღწევა ვერ მოხერხდება. 

"მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შეუერთდნენ შეთანხმებას. არასწორია და უსამართლო ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა. ნუ ეძებთ მიზეზებს, რომ აუცილებლად ვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთად დგომა და გაერთიანება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი, ევროპული თანხმობის დოკუმენტი ზედმიწევნით აღსრულდეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში. ეს დოკუმენტი არის ჩვენი საერთო ბრძოლით მიღწეული დოკუმენტი, რომელიც არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტმა უკვე დაიწყო შედეგების მოტანა, ამიტომ გავერთიანდეთ. დავეხმაროთ ერთმანეთს. მთავარი ამოცანა, “ქართული ოცნების” და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების არსად წასულა. თუ ერთმანეთს დავკბენთ, თავს დავესხმებით, ჩავუსაფრდებით, მიზეზებს მოვუძებნით, ვერ მივაღწევთ წარმატებას", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system