თავში

მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში - ვაშაძე

მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში - ვაშაძე
მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში - ვაშაძე

სამშაბათს  ბიუროს სხდომაზე აუცილებლად მივდივართ. ყველა საკითხზე, რომელიც  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა აქვს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მათი აზრის შეცვლა. 

"სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში. თუმცა, ტექნიკურად ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გეტყვით. პარლამენტში საერთოდ ყველა ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია და არსებობს უმრავლესობა. გვინდა თუ არ გვინდა ნებისმიერ კანონს სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიციის როლია, საზოგადოებას აჩვენოს რეალური პრობლემა კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში. ისეთ მყიფე უმრავლესობაში, რომელიც დღეს აქვს "ქართულ ოცნებას", მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არის შესაძლებლობა, რომ აზრი საზოგადოების წნეხთან ერთად საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით შევაცვლევინოთ", - განაცხადა ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system