თავში

მოლაპარაკებები გაგრძელდება - გივი მიქანაძე

მოლაპარაკებები გაგრძელდება - გივი მიქანაძე
მოლაპარაკებები გაგრძელდება - გივი მიქანაძე

მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობა არის 24-საათიან რეჟიმში, რომ ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი იმ შემთხვევაშიც არ შეწყდება, თუ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას სრულად ან ნაწილობრივ არ დაესწრება.

„ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები და მზად ვართ ნებისმიერ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში. ხვალ თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით დიალოგს ვაჩერებთ. პირიქით, ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მე-5 რაუნდს დღეს აღარ გამართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system