თავში

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მხოლოდ რაუნდისთვის არ ჩატარდება - ჯაფარიძე

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მხოლოდ
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მხოლოდ რაუნდისთვის არ ჩატარდება - ჯაფარიძე

 მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჩატარდება იმ შემთხვევაში თუ წინასწარ გვეცოდინება, რომ ამ რაუნდს შედეგი მოჰყვება, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მესამე რაუნდი მხოლოდ რაუნდისთვის არ ჩატარდება. 

"ვერ გეტყვით, როდის იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. ჩვენ, ყველა შევთანხმდით, რომ მესამე რაუნდი ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება წინასწარ, რომ ამ რაუნდს შეუძლია შედეგი მოიტანოს და ნაბიჯი წინ გადავდგათ მოლაპარაკებებში. მხოლოდ რაუნდი რაუნდისათვის არ ჩატარდება. შესაბამისად, ამ წუთში ჩვენ არ ვიცით, როდის ჩატარდება შემდგომი შეხვედრა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system