თავში

"მოლოდინს გადააჭარბა" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

"მოლოდინს გადააჭარბა" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
მოლოდინს გადააჭარბა - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ ეტყობა, რომ ძალიან მაგარი ორგანიზმია აქვს და გადააჭარბა მოლოდინს - ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა ადრე თუ გვიან მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება. 

"ბოლოს რომ ვიყავი და მოვინახულე, მას შემდეგ უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ ეტყობა, რომ ძალიან მაგარი ორგანიზმია აქვს და გადააჭარბა მოლოდინს. რაც შეეხება კონსილიუმს, ველაპარაკე პრეზიდენტს, თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე და თანახმაა წამლებზე. მშრალ შიმშილობაზე არ არის, წყალს და ჩაის სვამს.

მე რომ ვნახე ბოლოს, კვირას, 5-6 დღე გავიდა და ახლა ველოდი უფრო უარესს, მაგრამ ისეთ რთული მდგომარეობა არ არის.

განწყობა აქვს მხნე, გაუხარდა გუშინდელი აქცია და ამაზე მელაპარაკა კარგა ხანს. 

კლინიკაში გადაყვანის ახლა აუცილებლობა არ არის, მაგრამ საუბედუროდ დადგება ეგ მომენტი. ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს შიმშილზე, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური შიმშილი, შესაბამისად, პოლიტიკური შიმშილი კიდევ სხვანაირად მიდის. 

მე ხვალაც ვაპირებ მოსვლას. ვნახოთ, როგორ იქნება. სიარული უჭირს თუ არა, ეს როგორ მოგიყვეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს, ცხადია, რომ წითელი ლოყები ვერ ექნება. კიდურების მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ გადაადგილება უჭირს თუ არა ამის შეფასება რთულია, რადგან იქ ძალიან პატარა ადგილია" - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system