თავში

მომაძახა, რომ ნაბიჭვარი ვარ - დაპირისპირება პარლამენტში

მომაძახა, რომ ნაბიჭვარი ვარ - დაპირისპირება პარლამენტში
მომაძახა, რომ ნაბიჭვარი ვარ - დაპირისპირება პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, რომლის ინიციატორი ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი იყო.

საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა არაეთიკურად მიმართა.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების" კლასიკური პასუხი იყო, რომ თურმე ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით - მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან კი მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. მე ვარ ეთიკის კომიტეტის წევრი და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნონა მამულაშვილმა.

ნონა მამულაშვილი გიორგი ხელაშვილის რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიის რეაგირებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system