თავში

მომდევნო 2-3 დღეში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს - მამუკა მდინარაძე

მდმოდგამს - მამუკა მდინარაძე
მომდევნო 2-3 დღეში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს - მამუკა მდინარაძე

"გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული, შეიძლება ითქვას, მოლოდინიც კი, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ", - ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, აქტუალურია დიალოგის საკითხი, რომელიც მიმდინარეობს და არსებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციური  პარტიები გარკვეული, კონკრეტული წინადადებების დასაყენებლად ემზადებიან.

"ეს წინადადებები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა.

არის საკითხები, რომელზეც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამ საკითხებზეც ვილაპარაკოთ. ამ დათქმების პირობების შესრულების შემდეგ. არის საკითხები, რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რომელიც რეალიზებაში და მოქმედებაშია მოყვანილი. მაგალითად, საარჩევნო რეფორმა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system