თავში

მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი - გოცირიძე

მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი - გოცირიძე
მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი - გოცირიძე

რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური სჩადის, არის დანაშაული. ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი რომ იყოს, მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიღებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც გოცირიძე Facebook-ზე წერს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ხელისუფლებასაც და ეროვნულ ბანკსაც აწყობთ, რათა შემდეგ თქვან, რომ ქვეყანაში ინფლაცია ფაქტობრივად არ ყოფილა. 

,,უკვე ეროვნულმა ბანკმაც გამოაქვეყნა თავის გვერდზე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2,4 პროცენტის ოდენობით, ანუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაყალბებული მონაცემი. ამ სიყალბეზე თვალის დახუჭვა ეროვნულ ბანკსაც აწყობს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე და სიამაყით იტყვის, რომ 2020 წელს ქვეყანაში ინფლაცია ფაქტობრივად არ ყოფილა.

რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური სჩადის, არის დანაშაული. ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი რომ იყოს, მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიღებული. ერთია, რომ ამით დამახინჯებულ სიგნალებს აძლევ ეკონომიკას, მეორეა, გვერდს უვლი, ფაქტობრივად, არღვევ კანონსაც. მაგ: კანონით, პენსია უნდა იზრდებოდეს ინფლაციის ოდენობით. აქვეა ჩანაწერი, რომ პენსია უნდა გაიზარდოს არანაკლებ 20 ლარისა, რაც წელს, შესაძლოა, ეს ჩანაწერი აზღვევდეს გაყალბებული სტატისტიკით გამოწვეულ დანაკლისს. თუმცა, თუ წლიური ინფლაცია 9 პროცენტზე მეტი იქნებოდა, მაშინ პენსიის რეალური ზრდაც მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოცი ლარით. უკვე მეოთხედ მიწევს ამაზე წერა, მაგრამ როგორც ჩანს, ექსპერტებს( ბრჭყალებში) და არა მარტო მათ, ის უფრო აღელვებთ, თბილისში საახალწლო განათებაში ორასი თუ სამასი ათასი ლარი დაიხარჯა( რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს ორი წევრის ხელფასია), ვიდრე ის, თუ როგორ თავხედურად ატყუებენ მილიონობით ჩვენს მოქალაქეს და ბიზნესსუბიექტს", - წერს რომან გოცირიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system