თავში

"მორჩი აქ ბლატაობას" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

"მორჩი აქ ბლატაობას" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში
მორჩი აქ ბლატაობას - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

სხდომაზე "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავდნენ. 

"ბატონო რომან, თქვენ არ გინდათ, რომ საკითხი ნორმალურად იყოს განხილული? რისთვისაა კომიტეტებში ეს განხილვა. ნუ მიქნევ ხელებს,“ - აღნიშნა კობერიძემ.

"არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ "ბლატაობას". შევთანხმდით და გააკეთე ის, რაზეც შევთანხმდით,"- მიმართა რომან კაკულიამ ლევან კობერიძეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system