თავში

"მოსკოვში, 3+3 ფორმატზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია" - საგარეო უწყება

"მოსკოვში, 3+3 ფორმატზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია" - საგარეო უწყება
მოსკოვში, 3+3 ფორმატზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია - საგარეო უწყება

"3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ჩვენთვის მიუღებელია", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარშია აღნიშნული.

"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება",- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. 9 დეკემბერს, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრას საქართველო არ დაესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system