თავში

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია - ჰელსინკის კომისია

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია - ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჰელსინკის კომისიის" ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

"როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად," - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system