თავში

"მრავალეროვანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს

"მრავალეროვანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს
მრავალეროვანი საქართველო განცხადებას ავრცელებს

„მრავალეროვანმა საქართველომ“ ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს, ხოლო ცესკოს წევრობის ხუთ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში, „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ წარმოდგენილი იყო ერთი წევრით - ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარით.

2021 წლის 8 ივლისს კონკურსის კანდიდატებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან, მრავალეროვანმა საქართველომ მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს: ლილი ბეგიაშვილს, გიორგი სანტურიანს და გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატებიდან ხუთ კანდიდატს: ანა მიქელაძეს, თამარა სართანიას, მაია ზარიძეს, ემზარ კაკულიას და გია ცაცაშვილს.

„მრავალეროვანმა საქართველომ“ თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კანდიდატის შეფასებაში, რათა, სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო კანდიდატის შეფასების ობიექტურობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონკურსო კომისიას, ჰქონდა კანონით განსაზღვრული ლიმიტირებული დრო გადაწყვეტილების მისაღებად - ორი დღე. გარდა ამისა, სამწუხაროდ, კომისიას ჰქონდა მწირი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.

ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უმთავრესი იყო კანდიდატთა ხედვები, ეთნიკურ უცირესობას მიკუთვნებულ ამომრჩეველთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გატარება უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, ასევე სიძულვილის წახალისების ფონზე.

თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას შეგიძლიათ გაეცნოთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system