თავში

მშიშარა კაცია, მაგის თავი არ აქვს - კობახიძე

მშიშარა კაცია, მაგის თავი არ აქვს - კობახიძე
მშიშარა კაცია, მაგის თავი არ აქვს - კობახიძე

ასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისია ასეთი განცხადება, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

„რესურსი არ აქვთ მათ არავითარი პოლარიზაციის და ის ინსტრუმენტიც აღარ აქვთ, რაც შეიძლება დამატებითი პოლარიზაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად ჩვენი ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დაამშვიდებს.

რაც შეეხება კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება.

დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია. და ეს იქნება ბავშვური თამაშები ხელმოწერაზე რომ დაიწყოს ახლა საუბარი. 100 დღე არ აწერდნენ ხელს და ახლა იწყებ ამაზე საუბარს, ეს არის ბავშვური მეთოდები. თუმცა, რაც შეეხება კონსულტაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, თუ იქნება ასეთი ინტერესი და სურვილი, მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ ასეთი კონსულტაციები გვექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონსულტაციებს მივიღებთ და ამაში ჩავერთვებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მხედველობაში მივიღებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ პირობას შეასრულებს და რეფერენდუმის წინ საქართველოში დაბრუნდება, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ეხმაურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system