თავში

მსჯავრდებულის ციხეში გადაყვანა სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო - სერგეენკო

მსჯავრდებულის ციხეში გადაყვანა სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო - სერგეენკო
მსჯავრდებულის ციხეში გადაყვანა სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო - სერგეენკო

ის, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა,-ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუხადა. 

„ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.

მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. როცა ექიმს მუშაობის საშუალებას აძლევენ, ის თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს და ამას ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს ძალიან ცუდი იქნება ადამიანურადაც და ჰუმანურადაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system