თავში

მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირები განათავსეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირები განათავსეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირები განათავსეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს. დამატებითი კონსტრუქციების ნაწილი ეზოს შიდა პერიმეტრზე შეიტანეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩება დემონსტრანტების ნაწილი. მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები გია ბარამიძე და ლევან ბეჟაშვილი.

ისინი ითხოვენ საქართველოს ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე შეკრებას ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც აპირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system