თავში

მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! - გიორგი გახარია

მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! - გიორგი გახარია
მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! - გიორგი გახარია

"მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს მაგივრად არ დაელაპარაკება ოკუპანტს - ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით , მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ოკუპაციისა და დებორდერიზაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა კონკრეტული გეგმა და მიმდინარეობდა კომისიის შექმნის პროცესი, რომელიც შეადგენდა დეოკუპაციის გეგმას. 

"ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე... ყველაფერზე! პირველი, რაც გასაკეთებელია - ქვეყანას უნდა ქონდეს მკაფიო წარმოდგენა როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა. ქვეყანას უნდა ქონდეს დებორდერიზაციის გეგმა, რადგან ჩვენ ხიდებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა გახარიამ მედიასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system