თავში

მზად ვართ შეთანხმების მონაწილეები ვიყოთ - ხათუნა სამნიძე

მზად ვართ შეთანხმების მონაწილეები ვიყოთ - ხათუნა სამნიძე
მზად ვართ შეთანხმების მონაწილეები ვიყოთ - ხათუნა სამნიძე

დოკუმენტი არის პოზიტიური, პროგრესული და ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ შეთანხმების მონაწილეები, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი შეთანხმება შედგება თუ არა. 

"დოკუმენტი არის პოზიტიური, პროგრესული. დოკუმენტში ორი მკაფიოდ ჩაწერილი პრინციპული საკითხი ჩანს. ამიტომ მე მაშინვე განვაცხადე, რომ მზად ვარ, შევუერთდე, მთავარია, ხელისუფლების პოზიცია გავიგოთ. კარგია, რომ "ქართული ოცნება" ჩვენი მედიატორების, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მძიმე შრომის შედეგად, დათანხმდა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტის ბოლო ვერსიას. ჩვენ მზად ვართ, შევუერთდეთ ამ შეთანხმებას, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები, უახლოეს დღეებში დასრულდება და საბოლოოდ ვნახავთ, შეთანხმება შედგება, თუ არა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ შეთანხმების მონაწილეები", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system