თავში

ნათელაშვილი: პრემიერობის კანდიდატი სასურველია იყოს ქარიზმატული

ნათელაშვილი: პრემიერობის კანდიდატი სასურველია იყოს ქარიზმატული
ნათელაშვილი: პრემიერობის კანდიდატი სასურველია იყოს ქარიზმატული

"მგონია, რომ დღევანდელ ეტაპზე, პრემიერობის თემა ოპოზიციაში ტროას ცხენივით არის შემოგდებული," - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მრავალპარტიულ კოალიციურ მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის საკითხი წყდება არჩევნების შემდეგ, იმის მიხედვით, ვინ რამდენ ადამიანს გაიყვანს და ვის რა დონის ლიდერი ეყოლება.

"სასურველია იყოს ქარიზმატული. ეს რომ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ბუნებრივი იქნებოდა კანდიდატების დასახელება და ისე გასვლა არჩევნებზე. ახლა ჩვენთვის მთავარია, დავამთავროთ ბიძინა ივანიშვილი თავისი დამსხვრეული ოცნებით და დავიწყოთ საქართველოს აღდგენა, მერე გაირკვევა, ვინ იქნება პრემიერი. დღეს კანდიდატებზე საუბარი არასერიოზულად მიგვაჩნია. მიმაჩნია, რომ დღეს ამ თემაზე მსჯელობა და ფიქრი საქმეს გააფუჭებს. პრემიერ-მინისტრად საკუთარი კანდიდატურის დასახელება, პოლიტიკოსისთვის არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. ეს არის სრული კონსტიტუციური თავისუფლება, მაგრამ სჯობს, პოლიტიკოსებმა ახლა თავი შეიკავონ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system