თავში

ნათია თურნავა: ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ

​ნათია თურნავა: ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ
ნათია თურნავა: ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად. ამის შესახებ მან დღევანდელი ღონისძიების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მინისტრმა დასტურად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ვიზალიბერალიზაცია მოიტანა.

„ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ევროპასთან მეტი დაახლოების მიზნით სამინისტრო ენერგეტიკის, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის, ხარისხის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების ნაწილში მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. .

„მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system