თავში

NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს - პრემიერი

NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს - პრემიერი
NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს - პრემიერი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს აქტიური ჩართულობა განიხილეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს.

შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩვენი აქტიური ჩართულობა",- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system