თავში

NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის - ენტონი ბლინკენი

NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის - ენტონი ბლინკენი
NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის - ენტონი ბლინკენი

2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„დაარსების დღიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც წევრობა სურს და საამისოდ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. თუ უკრაინა და საქართველო გაწევრიანების პროცესს განაგრძობენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს წინ წაწევს მათ ამ პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, რუსეთმა NATO-ს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას არ გეგმავს.

მოსკოვს ოფიციალურმა თბილისმაც უპასუხა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა მიუღებელია. ზალკალიანის უწყების განცხადებით, NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system