თავში

NATO რუსეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

NATO რუსეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოზ
NATO რუსეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უკრაინასთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

"რუსეთი განაგრძობს დეტსაბილიზაციური ქცევის მდგარდი მოდელის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის, დარღვევას, შეუსრულებლობას და გვერდის ავლას", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების შორისაა NATO-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობა, დეზინფორმაციული კამპანიები და მავნებლური კიბერსაქმიანობა.

ამასთან, აშშ-ისა და NATO სხვა წევრების შეფასებით, SolarWind-ზე ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი დგას. ასევე ალიანსის წევრები გმობენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ "ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას.

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და ქიმიური იარაღის კონვენციას ეწინააღმდეგება. ასევე, შეშფოთებას იწვევს ცნობები, რომ რუსეთი ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს ახალისებდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

NATO-ს განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის, ამასთან ღია რჩება რუსეთთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას მისცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system