თავში

საქართველოში NATO-ს დღეები დაიწყო

საქართველოში NATO-ს დღეები დაიწყო
საქართველოში NATO-ს დღეები დაიწყო

ბათუმი ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელია, NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს.

საქართველოში NATO-ს დღეები დღეს დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, NATO-ს დღეები 2019“  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან საჯარო შეხვედრით გაიხსნება. 

„ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად ქცეულია ჩვენი ცენტრისათვის. წელს განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაც ასევე გამოირჩევა მრავალფეროვნებით. კომუნიკაცია მიზნად ისახავს ურთიერთობას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის მასწავლებლებთან, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ღონისძიებების ფარგლებში სპიკერებად მოგვევლინებიან როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები. ასე რომ, ძალიან საინტერესო პროგრამა გველოდება“, - განაცხადა თამარ წულეისკირმა.

NATO-ს დღეები საქართველოში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system