თავში

"ნაც. მოძრაობის" ამომრჩევლის მცირე ნაწილს უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი" - მელია

"ნაც. მოძრაობის" ამომრჩევლის მცირე ნაწილს უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი" - მელია
ნაც. მოძრაობის ამომრჩევლის მცირე ნაწილს უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის ამომრჩევლების მცირე ნაწილს ის "უფრო მეტად ეზიზღება", ვიდრე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

"დღე არ გავა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა არ გამაკრიტიკონ. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც უფრო მეტად ვეზიზღები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ნიკა მელიამ "TV პირველის" ეთერში, სადაც ის კოალიციურ გუნდზე საუბრობდა. 

ნიკა მელიას თქმით, კოალიციური გუნდი, წარმატების საწინდარია.

"ჩვენ ამ კოალიციურ გუნდს, მე პირადად, ვუყურებ, როგორც საწინდარს უდიდესი წარმატებისა მომავალში", – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system