თავში

"ნაციონალებს" უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალებს" უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა - ირაკლი კობახიძე
ნაციონალებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალებს" უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა, მათთვის ერთი არის ცუდი და მეორე უარესი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, რეგიონებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრები და გადაწყვეტილება ხალხს ჰკითხონ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, მარტივი პოლიტიკური ტრიუკია.

"ეს არის მარტივი პოლიტიკური ტრიუკი, რაც გასაგებია. "ნაციონალებს"უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან მათ დაინახეს, რომ ორი ალტერნატივა აქვთ – მათთვის ერთი არის ცუდი და მეორე უარესი. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მთელი ამ ხმის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. მათთვის უარესია არშემოსვლა, რადგან ყველაფერს კარგავენ. ცუდსა და უარესს შორის, მათთვის ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ. დანარჩენი პიარული, სუსტი გაფორმებაა იმ გადაწყვეტილების, რაც უკვე მიღებული აქვთ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system