თავში

"ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი - ღარიბაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი - ღარიბაშვილი
ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები ქვეყნისთვის წყალგამყოფია.

"ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა", მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებში უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში,

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system