თავში

"ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ნებას არ აღიარებს" - პაპუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ნებას არ აღიარებს" - პაპუაშვილი
ნაციონალური მოძრაობა ხალხის ნებას არ აღიარებს - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ნებას არ აღიარებს. 

მისივე თქმით, რთულია თანამშრომლობაზე საუბარი, ვიდრე პარტია ბოიკოტის რეჟიმშია.

"პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას, არჩევანს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. აქ რთულია თანამშრომლობაზე საუბარი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და არ დაუბრუნდება იმ მთავარ პრინციპებს, რომელზეც სახელმწიფო დგას. თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, შემდეგ კი კლება დაიწყო და დღეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა" დარჩენილი. არა მხოლოდ ბოიკოტში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის, სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში, რომელიც ჰქონდათ, მარტო იყვნენ და ამ აქციებში მათ სხვა პოლიტიკური პარტიები არ შეუერთდნენ", – განაცხადა პაპუაშვილმა "პირველი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system