თავში

"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს
ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ამჟამად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"საზოგადოებისთვის ზოგიერთი მაჟორიტარის თაობაზე ინფორმაცია უკვე ცნობილია, დანარჩენი მალე გაირკვევა. კერძოდ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში  დავით კირკიტაძე, თელავში  ბოტკოველი, საგარეჯოში  ლევან ბეჟაშვილი, სამტრედიაში  დევი ჭანკოტაძე. დანარჩენ კანდიდატებს ვარჩევთ. ახალი სახეებიც იქნებიან, მათ შორის მაჟორიტარებში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system